გარი ნევილი კარაგერის Sky Sports-იდან გაშვების საკითხს გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გარი ნევილი კარაგერის Sky Sports-იდან გაშვების საკითხს გამოეხმაურა


გარი ნევილი კარაგერის Sky Sports-იდან გაშვების საკითხს გამოეხმაურა

გასულ კვირას, ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერის" ქომაგებს ავტომობილში გადაუფურთხა.

"ლივერპული" "იუნაიტედთან" 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც გახარებული მანჩესტერელი ქომაგი კარაგერს ავტობანზე ესაუბრა და მას დასცინა.

ყოფილი ინგლისელი მცველი გაბრაზდა და მას შეაფურთხა.

დგას იმის საკითხი, რომ შესაძლოა ჯეიმი კარაგერი ამ საქციელის გამო Sky Sports-იდან გაათავისუფლონ.

მისი თანამშრომელი, გარი ნევილი კი ფიქრობს, რომ "ლივერპულის" ყოფილი მცველი არ უნდა გაუშვან.

"ვნახე მისი ეპიზოდი და ცხადია, რომ ჯეიმიმ შეცდომა დაუშვა. კარაგერთან ერთად, Sky Sports-ში უკვე 3 წელია ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ერთი ფაქტის გამო, ის არ უნდა გაათავისუფლონ", - წერს ნევილი.

იხილეთ: გაბრაზებულმა კარაგერმა მანჩესტერის 14 წლის ფანს მანქანიდან შეაფურთხა [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები