"მთელ შენს ოჯახს მოვკლავთ" - სკანდალური მსაჯი, რომელსაც დღემდე ემუქრებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"მთელ შენს ოჯახს მოვკლავთ" - სკანდალური მსაჯი, რომელსაც დღემდე ემუქრებიან



ბევრს მიაჩნია, რომ ტომ-ჰენინგ ევრებეს არასწორი გადაწყვეტილებების გამო, ლონდონის "ჩელსი" 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიღმა დარჩა. სასტვენის შემდეგ, ნორვეგიელი მსაჯი თავკუდმოგლეჯილი გაურბოდა "ლურჯების" მოთამაშეებს, მას კი მისდევდა განრისხებული მიხაელ ბალაკი.

"მთელ შენს ოჯახს მოვკლავთ" - სკანდალური მსაჯი, რომელსაც დღემდე ემუქრებიან

სანამ ეს მოხდებოდა, რამდენიმე წამით ადრე, სამუელ ეტოოს ბურთი ტრიცეფსში მოხვდა, ევრებემ კი პენალტი არ დანიშნა. იქამდე ნორვეგიელმა ვერ შეამჩნია, რომ ჟერარდ პიკემ მაჯით გაიჩერა ბურთი.

ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერიკ აბიდალისა და დიდიე დროგბას ეპიზოდი. 'ჩელსის" გულშემატკივრების აზრით, ფრანგი მაისურზე იჭერდა ივუარელს, რაც საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ევრებეს 11-მეტრიანი დაედო "ბარსელონას" კარში.

"მთელ შენს ოჯახს მოვკლავთ" - სკანდალური მსაჯი, რომელსაც დღემდე ემუქრებიან

მატჩის შემდეგ, არბიტრს უტევდა "არისტოკრატთა" მთელი შემადგენლობა დროგბასა და ბალაკის თაოსნობით. ნორვეგიელი გადაურჩა "ლურჯების" რისხვას, რის მერეც გვირაბში გაუჩინარდა.

"ესეთი საშინელი მსაჯობა არასდროს მინახავს," - გუს ჰიდინკი.

"ის, რაც მოედანზე ხდებოდა, სირცხვილი იყო," - დიდიე დროგბა.

"მთელ შენს ოჯახს მოვკლავთ" - სკანდალური მსაჯი, რომელსაც დღემდე ემუქრებიან

რამდენიმე თვის შემდეგ, ევრებე მოულოდნელად შეხვდა აფრიკელ ფორვარდს რაღაც საფეხბურთო ღონისძიებაზე.

"დიახ, ჩვენ შევხვდით, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და მშვიდად ვისაუბრეთ. დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია," - აცხადებდა ნორვეგიელი.

"მთელ შენს ოჯახს მოვკლავთ" - სკანდალური მსაჯი, რომელსაც დღემდე ემუქრებიან

დროგბასა და ბალაკის აგრესია აღმოჩნდა ყველაზე მსუბუქი რამ, იმასთან შედარებით, რაც ევრებეს წინ ელოდა. მატჩის დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, ნორვეგიელი სხვა სასტუმროში გადაიყვანეს. მის ტელეფონზე კი მუქარის შინაარსის 10-მდე შეტყობინება მოვიდა.

აგრესიის ტალღა არ ჩამცხრალა არც ერთი კვირის, არც ერთი თვის და არც ერთი წლის შემდეგაც კი. 2012 წელს, ანუ 3 წლის გასვლის მერე, ევრებეს მიწერეს: "მოვალ და მთელ შენს ოჯახს მოვკლავ,"

"მთელ შენს ოჯახს მოვკლავთ" - სკანდალური მსაჯი, რომელსაც დღემდე ემუქრებიან

დროთა განმავლობაში, ნორვეგიელი მიეჩვია მსგავს ინციდენტებს და დღეს ის აღარ ნერვიულობს. ახლა, როდესაც უკვე 9 წელია გასული, ევრებე დღეში 1-2 მსგავს შეტყობინებას იღებს, მაგრამ როდესაც "ბარსა"-"ჩელსია", ძალადობის შინაარსის სმს-ების რაოდენობა უფრო მეტია.

"მთელ შენს ოჯახს მოვკლავთ" - სკანდალური მსაჯი, რომელსაც დღემდე ემუქრებიან

"უკვე მივეჩვიე და შევეგუე იმ ფაქტს, რომ ადამიანს ვერ დაუშლი ემოციების გამოხატვას. აღარ მიკვირს, როდესაც ვინმე მეძახის იდიოტს ან მოკვლით მემუქრება,"

"საერთო ჯამში, მე 95%-ით ვარ კმაყოფილი მსაჯობით იმ მატჩში. დიახ, იყო რამდენიმე საკამათო ეპიზოდი, რასაც არაკორექტული გადაწყვეტილება მოჰყვა, თუმცა მსგავსი მომენტები თითქმის ყველა შეხვედრაშია,"

"მთელ შენს ოჯახს მოვკლავთ" - სკანდალური მსაჯი, რომელსაც დღემდე ემუქრებიან

შემდეგ სეზონში, ევრებემ კიდევ 4 ჩემპიონთა ლიგის მატჩში იმსაჯა, რის მერეც ნორვეგიელმა დაასრულა საერთაშორისო კარიერა. "ჩელსი"-"ბარსელონას" შეხვედრაში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო, ევრებე ამოშალეს ტოპ-მსაჯების სიიდან და სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე არ დაუშვეს.

"მთელ შენს ოჯახს მოვკლავთ" - სკანდალური მსაჯი, რომელსაც დღემდე ემუქრებიან

"მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოვხვდი, ევრო 2012-სთვის კი უკვე ზედმეტად ასაკოვანი ვიყავი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ თავი დამენებებინა არბიტრობისთვის. ამ საქმეს 30 წელი დავუთმე, ამიტომ თავიდან შეგუება გამიჭირდა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ, მე ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი,"

უამრავი ტკბილი მოგონება დამრჩა. კარიერის განმავლობაში ყველა დიდ ტურნირზე ვიმსაჯე, მოვინახულე უამრავი ქვეყანა და გავიცანი შესანიშნავი ადამიანები. ზოგჯერ, როდესაც ფეხბურთს ვუყურებ, მაინც მენატრება ჩემი ყოფილი საქმე,"

"მთელ შენს ოჯახს მოვკლავთ" - სკანდალური მსაჯი, რომელსაც დღემდე ემუქრებიან

ევრებე პროფესიით ფსიქოლოგია. სპორტიდან წასვლის შემდეგ, ის ატარებს კერძო კონსულტაციებს ოსლოში. ამის გარდა, ყოფილი არბიტრი ნორვეგიის ოლიმპიურ ნაკრებსაც ეხმარება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები