მანჩესტერ იუნაიტედი მატუიდით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ იუნაიტედი მატუიდით ინტერესდება


მანჩესტერ იუნაიტედი მატუიდით ინტერესდება

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური ნახევარმცველი, ბლეზ მატუიდი, "მანჩესტერ იუნაიტედის" რადარზე მოხვდა.

იტალიური სპორტული გამოცემა "Rai Sport" იტობინება, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, მოედნის ცენტრის გაძლიერება სურს და ერთ-ერთ ალტერნატივად გამოცდილ ფრანგს განიხილავს.

ზემოთხსენებული პრესის ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი მატუიდის დამატებას ჯერ კიდევ მისი "პსჟ-ში" ყოფნის დროს გეგმავდა და ახლა ამ ვარიანტს კვლავ დაუბრუნდა.

30 წლის ბლეზ მატუიდი ტურინულ გრანდს გასული წლის ზაფხულში 20 მილიონ ევროდ შეუერთდა და სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა (2 გოლი, 2 ასისტი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები