იუვენტუსი კიელინისა და ბარძალის ახალ კონტრაქტს სთავაზობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსი კიელინისა და ბარძალის ახალ კონტრაქტს სთავაზობს


იუვენტუსი კიელინისა და ბარძალის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში ჯორჯო კიელინისა და ანდრეა ბარძალის ახალი კონტრაქტის თაობაზე გაესაუბრება.

"ბებერი ქალბატონის" მესვეურები გამოცდილი იტალიელი მცველებით კმაყოფილები არიან და სურთ, რომ მათთან მოქმედი ხელშეკრულებები გაახანგრძლივონ.

ანდრეასა და ჯორჯოს ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, მაგრამ ორივე მათგანი მზად არის კარიერის გასაგრძელებლად.

33 წლის კიელინიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, ხოლო 36 წლის ბარძალიმ - 29.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები