როისი: "ჩავარდნები მხოლოდ რონალდუსა და მესის არ აქვთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როისი: "ჩავარდნები მხოლოდ რონალდუსა და მესის არ აქვთ"


როისი:

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო როისმა, კარიერულ სირთულეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს.

"კარიერის განმავლობაში თითქმის ყველა მოთამაშეს აქვს ჩავარდნები. შესაძლოა, ეს მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის არ ეხებათ. აგრეთვე, რეგრესებიც ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ასეთი რაღაცები გარდაუვალია და ეს ღირსეულად უნდა მიიღო. ტრავმები - საფეხბურთო კარიერის ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგიური სტაბილურობა არ დაკარგო.

ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესსაც გარკვეული დრო სჭირდება, რომლის დროსაც დაძაბული ხარ და გეშინია, რომ რეციდივი არ მოხდეს.

თუმცა ახლა ყველაფერმა ჩაიარა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ", - აღნიშნა 28 წლის გერმანელმა.

როისმა კარიერაში არაერთი მძიმე დაზიანება გადაიტანა და ბოლოს მუხლის ტრავმის გამო 8 თვის გამოტოვება მოუწია. მარკომ ტრავმების გამო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები