კუადრადოსთვის სეზონი დასრულებულია? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კუადრადოსთვის სეზონი დასრულებულია?


კუადრადოსთვის სეზონი დასრულებულია?

ტურინის "იუვენტუსის" ვინგერი, ხუან კუადრადო, შესაძლოა მოედანს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაუბრუნდეს.

"ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ბერგამოს "ატალანტასთან" გადადებული თამაშის წინ კოლუმბიელის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"არ ვიცი როდის შეძლებს კუადრადო თამაშს. შესაძლოა ეს 3 ან სულაც 6 თვის შემდეგ მოხდეს. ახლა ფეხბურთელი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის, მაგრამ არც ისე სწრაფად, როგორც სასურველი იქნებოდა.

თუ თქვენ მეკითხებით, დაბრუნდება თუ არა კუადრადო სეზონის ბოლომდე, გულწრფელად გეტყვით, რომ არ ვიცი", - აღნიშნა ალეგრიმ.

ხუან კუადრადომ, რომელსაც საზარდულის სერიოზული პრობლემები აქვს, მიმდინარე სეზონში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 ბურთი გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ხუან კუადრადო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები