როისი: "გამიხარდება თუ ბატშუაი დარჩება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როისი: "გამიხარდება თუ ბატშუაი დარჩება"


როისი:

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევმა ნახევარმცველმა და კაპიტანმა, მარკო როისმა, მიჩი ბატშუაის ბრწყინვალე თამაშზე ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მიჩი დარჩება. მან ყველას დაანახა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენი გუნდისთვის.

იმედი მაქვს, რომ ამ სეზონს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დავასრულებთ", - განაცხადა 28 წლის გერმანელმა.

24 წლის ბელგიელი თავდამსხმელი "ბორუსიას" 2018 წლის იანვარში "ჩელსიდან" იჯარის წესით შეუერთდა და მიჩიმ ბრწყინვალე ფორმა აკრიფა.

მიჩი ბატშუაიმ დორტმუნდელთა მაისურით 9 თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები