ემერი ნეიმარის შესაძლო წასვლაზე: "ჩვენ მისი იმედი გვაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ემერი ნეიმარის შესაძლო წასვლაზე: "ჩვენ მისი იმედი გვაქვს"


ემერი ნეიმარის შესაძლო წასვლაზე:

"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი, ნეიმარის შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ გარკვეული დროა საჭირო იმისათვის, რომ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

ჩემთვის აშკარაა, რომ კლუბს სოლიდური პროექტი აქვს და ჩვენ ისეთი მოთამაშეების იმედი გვაქვს, როგორიც ნეიმარია", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

25 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი ფრანგულმა კლუბმა გასული წლის ზაფხულში "ბარსელონადან" რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და ნეიმარი "პსჟ-ს" ჩინებულად მოერგო.

თუმცა ბრაზილიელმა ზამთრის ბოლოს სერიოზული ტრავმა მიიღო და გუნდს რამდენიმე თვით გამოაკლდა, პარიზელები კი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალთან" დამარცხდნენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ უნაი ემერი ნეიმარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები