ბაიერნის ყოფილი ექიმი: "გვარდიოლას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნის ყოფილი ექიმი: "გვარდიოლას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია"


ბაიერნის ყოფილი ექიმი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ექიმმა, ჰანს-ვილგელმ მიულერ-ვოლფარტმა გერმანული გრანდიდან წამოსვლის მიზეზი და რეალური ისტორია გაიხსენა.

"ვფიქრობ, პეპ გვარდიოლა არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის ძალიან მცირე რწმენა აქვს და ამის საჯაროდ დასამალად აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს.

ამის გამო კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობს. მას არა მარცხის, არამედ ძალაუფლებისა და ავტორიტეტის დაკარგვის ეშინია.

მან ყველაფერი ყველაზე უკეთ იცოდა. მისი აზრით, ფეხბურთელებისთვის ვარჯიშის წინ მოსათელად 5 წუთიც საკმარისი იყო. თუმცა ეს კარგად ვერ დასრულდებოდა. ჩემში ის თავისი გუნდების მემკვიდრეს ხედავდა, რომელსაც ნებისმიერ მომენთში მიცემდა ბრძანებას.

მე გვარდიოლას დავუღრიალე და ისე ძლიერად ჩავარტყი მხარში, რომ მის ირგვლივ თეფშები და ჭიქები აზანზარდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "ბაიერნში" ხმას ავუწიე", - განაცხადა მიულერ-ვოლფარტმა.

მიულერ-ვოლფარტი "რაკორდმაისტერს" დაახლოებით 40 წელი ემსახურებოდა და "ბაიერნი" 2015 წელს პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი პეპ გვარდიოლა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები