პიშჩეკმა ბორუსიასთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პიშჩეკმა ბორუსიასთან გაახანგრძლივა


პიშჩეკმა ბორუსიასთან გაახანგრძლივა

დორტმუნდის "ბორუსიას" მარჯვენა მცველმა, ლუკაშ პიშჩეკმა, საკუთარ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ პიშჩეკმა მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

"დორტმუნდში დაბადებული არ ვარ, მაგრამ ეს ქალაქი და ქომაგები ჩემთვის ძალიან ძვირფასი გახდნენ. კლუბის დატოვების სურვილი არასოდეს მქონია.

მინდა, რომ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად კიდევ ბევრი დადებითი მომენტი გამოვიარო და კარიერა აქ დავასრულო", - განაცხადა პიშჩეკმა.

32 წლის პოლონელი მოთამაშე დორტმუნდელთა ღირსებას 2010 წლიდან იცავს და "ბორუსიას" მაისურით 288 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები