უილშირს იუვენტუსმაც დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უილშირს იუვენტუსმაც დაუმიზნა


უილშირს იუვენტუსმაც დაუმიზნა

ლონდონის "არსენალის" ცენტრალური ნახევარმცველით, ჯეკ უილშირით, ტურინის "იუვენტუსიც" დაინტერესდა.

ცნობილი იტალიური გამოცემა "Tuttosport" იტყობინება, რომ "ბებერი ქალბატონი" 26 წლის ინგლისელს აკვირდება, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ტურინული გრანდის გარდა უილშირით კიდევ ერთი იტალიური კლუბი, "მილანი", არის დაინტერესებული და ჯეკისთვის სეზონის ბოლოს საინტერესო ბრძოლა იქნება.

ინგლისის პრემიერ ლიგის ამ სეზონში უილშირმა 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები