გრიზმანმა ატლეტიკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გრიზმანმა ატლეტიკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა


გრიზმანმა ატლეტიკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი, სეზონის ბოლოს ესპანური კლუბის დატოვებას აპირებს.

ცნობილი ფრანგული გამოცემა "LE 10 Sport" იტყობინება, რომ გრიზმანმა "როხიბლანკოსთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა და ამის მიზეზად მისი კლუბიდან წასვლის სურვილი სახელდება.

26 წლის ფრანგი შემტევით კატალონიის "ბარსელონა" აქტიურად ინტერესდება და სავარაუდოდ, ანტუანსაც სურს, რომ ახალი გამოწვევა მიიღოს.

"ატლეტიკოს" ფრანგი მოთამაშის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მადრიდული კლუბი მზად არის მას ხელფასიც გაუზარდოს.

ანტუან გრიზმანმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 36 თამაშში 21 გოლი გაიტანა და 12 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები