ბელგიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დე ბრუინი ზიდანს შეადარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბელგიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დე ბრუინი ზიდანს შეადარა


ბელგიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დე ბრუინი ზიდანს შეადარა

ბელგიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ვილმოტსმა, "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის, თამაში შეაფასა.

"მანჩესტერ სიტიში" მთელი თამაში დე ბრუინის ირგვლივ შენდება. ის ფეხებით ისე თამაშობს, როგორც ზიდანი. ის თამაშს მშვენივრად კითხულობს და მოედანს იდეალურად ხედავს.

სხვა ფეხბურთელებმა ბურთის მიღების შემდეგ უნდა იფიქრონ, კევინს კი ამისათვის დრო არ სჭირდება. მან ბურთის მიღებისას უკვე იცის რაც უნდა გააკეთოს. ის მსოფლიო კლასის მოთამაშეა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრები ჯგუფიდან ინგლისთან ერთად უნდა გავიდეს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მარტინესი როტაციას მიმართავს, რათა ფლეი-ოფისთვის მოთამაშეები გადაღლილები არ იყვნენ", - აღნიშნა ვილმოტსმა.

26 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 43 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები