მალდინი: "მილანს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მალდინი: "მილანს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეუძლია"


მალდინი:

"მილანის" ლეგენდარული მცველი და კაპიტანი, პაოლო მალდინი, აცხადებს, რომ "როსონერის" მიმდინარე სეზონში ოთხეულში შეღწევის შანსები აქვს.

"სეზონის საკმაოდ რთული სტარტის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ახლა "მილანი" ოთხეულში მებრძოლ გუნდებს შორის ყველაზე კარგ ფორმაში იმყოფება.

ასე, რომ ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები მილანელებს აქვთ და ამის რწმენას ბოლოდროინდელი წარმატებული შედეგები იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლო.

ეს "სკუდეტოსაც" ეხება, რომლისთვისაც ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა - "ნაპოლი" მებრძოლი გუნდია და არავინ იცის რა მოხდება დარჩენილ ტურებში", - აღნიშნა მალდინიმ.

ჯენარო გატუზოს გუნდმა იტალიის სერია ა-ს ბოლო 8 თამაშში 22 ქულა დააგროვა და ოთხეულის ზონას 6 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი პაოლო მალდინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები