ბალოტელი: "ნაკრებში დაბრუნება? მე მზად ვარ!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბალოტელი: "ნაკრებში დაბრუნება? მე მზად ვარ!"


ბალოტელი:

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, აღნიშნა, რომ "სკუადრა აძურას" რიგებში დასაბრუნებლად მზად არის.

"მე ჯერ არაფერი ვიცი, მაგრამ თუ მე გამოძახებას მივიღებ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ეროვნული ნაკრები მიყვარს და მისთვის ყოველთვის მზად ვარ!

ვფიქრობ, იტალიის ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ორი მწვრთნელი არ მიძახებდა - ანტონიო კონტე, რომელიც მართალი იყო, ვინაიდან მაშინ კარგად არ ვთამაშობდი და ვენტურა, რომლისაც ნამდვილად არ მესმოდა", - განაცხადა მარიომ.

27 წლის იტალიელი "ნიცას" მაისურით მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება - 30 თამაში და 22 გატანილი გოლი.

ბალოტელის იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები მარიო ბალოტელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები