ვალვერდე ვილიანს უფრთხის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვალვერდე ვილიანს უფრთხის


ვალვერდე ვილიანს უფრთხის

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური თამაშის წინ მეტოქის ერთ-ერთი ლიდერი შეაქო.

"ვილიანს ბევრი გოლი გააქვს. რა თქმა უნდა, მას ძალიან ყურადღებით უნდა ვეთამაშოთ, ვინაიდან ახლა ძალიან კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, ვილიანი ამ სეზონში ფორმის პიკზე იმყოფება", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი ვინგერი მართლაც ფანტასტიკურ ფორმაშია - ვილიანმა "ჩელსის" ბოლო 6 თამაშში 5 გოლი გაიტანა და ლონდონში "ბარსელონას" კარიც აიღო.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება "სტემფორდზე" 1:1 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი ხვალ "კამპ ნოუზე" გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები