ვიდალმა გორეცკა გამოიწვია: "მე საკუთარი ძალები დამტკიცებული მაქვს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვიდალმა გორეცკა გამოიწვია: "მე საკუთარი ძალები დამტკიცებული მაქვს!"


ვიდალმა გორეცკა გამოიწვია:

მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, მოედნის ცენტრში არსებულ კონკურენციაზე ისაუბა.

"თქვენ ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგიძლიათ, რომ გორეცკა "ბაიერნში" მოდის, თუმცა იმას ვერ იტყვით თუ სად და როგორ ითამაშებს ის. რა თქმა უნდა, მას მაღალი კლასი გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუნხენურ კლუბში ვერ გადმოვიდოდა, მაგრამ მაინც მოთმინებაა საჭირო.

ბოლო სამ წელიწადში დავამტკიცე თუ ვინ ვარ და რისი გაკეთება შემიძლია გუნდისთვის. გავახანგრძლივებ კონტრაქტს თუ არა, ეს ამ კლუბში მომუშავე პერსონალზეა დამოკიდებული.

ჰაინკესის მომავალი? მან ძალიან კარგად იცის რასაც აკეთებს და გადაწყვეტილება მხოლოდ მისი მისაღებია. მან ყველაფერი მოიგო, გემანიაშიც, ესპანეთშიც! მას დიდებული კარიერა აქვს!", - განაცხადა 30 წლის ჩილელმა.

არტურო ვიდალი მიუნხენურმა გრანდმა 2015 წლის ზაფხულში "იუვენტუსიდან" შეიძინა და მისი მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები