ელბერი: "ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ელბერი: "ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია"


ელბერი:

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ჯოვანი ელბერმა, "რეკორდმასიტერის" ამჟამინდელი ცხრიანი რობერტ ლევანდოვსკი შეაქო.

"ამ მომენტისათვის ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია. მას ყველა შესაბამისი თვისება აქვს. არავის გამოსდის ისე კარგად თამაში ორი ფეხით, როგორც რობერტს და მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ორთაბრძოლების ოსტატი არ არის, თავითაც ბევრი გააქვს.

ლევანდოვსკის აბსოლუტურად ყველაფერი აქვს. მიჭირს იმის თქმა თუ რა არის მისი სუსტი მხარე და რა კომპონენტში უნდა ითამაშოს უკეთ", - აღნიშნა 45 წლის ბრაზილიელმა.

29 წლის პოლონელი თავდამსხმელი ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება და მიმდინარე სეზონში 35 თამაშში 32 გოლის გატანა მოახერხა. მას "ბაიერნის" მაისურით უკვე 142 გოლი გაიტანა და ელბერს 3 ბურთით გადაასწრო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები