იუვენტუსს ჰიოვედესი კვლავ ვერ ეხმარება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსს ჰიოვედესი კვლავ ვერ ეხმარება


იუვენტუსს ჰიოვედესი კვლავ ვერ ეხმარება

ტურინის "იუვენტუსის" მცველი, ბენედიკტ ჰიოვედესი, ბერგამოს "ატალანტასთან" მატჩსაც გამოტოვებს.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც "ბებერ ქალბატონს" გასული წლის ზაფხულში იჯარის წესით შეუერთდა, კვლავ ლაზარეთში იმყოფება.

"იუვენტუსი" ხვალ იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის გადადებულ მატჩს ჩაატარებს და მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადი წარადგინა.

"იუვეს" შემადგენლობა "ატალანტასთან" მატჩისთვის: ბუფონი, შესნი, პინსოლიო, დელ ფავერო; ლიხშტაინერი, დე შილიო, ბარძალი, რუგანი, კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, ასამოა; პიანიჩი, ხედირა, მარკიზიო, მატუიდი, სტურარო, ბენტანკური; დუგლას კოშტა, დიბალა, მანჯუკიჩი, იგუაინი.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ბენედიკტ ჰიოვედესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები