ჰიონესი: "ხვალ არცერთი მოთამაშე არ იქნება მოდუნებული!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰიონესი: "ხვალ არცერთი მოთამაშე არ იქნება მოდუნებული!"


ჰიონესი:

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, "ბეშიქთაშთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური თამაშის წინ საკუთარი გუნდის მოტივაციასა და კონცენტრაციაზე ისაუბრა.

"ამ მატჩში ექსტრაორდინალური არაფერი მოხდება. ამის გამო საერთოდ არ ვღელავ. ყველა ხედავს თუ როგორ თამაშობს ჩვენი გუნდი ბუნდესლიგაში, მიუხედავად დიდი უპირატესობისა.

ჩვენი გუნდის არცერთი მოთამაშე არ მისცემს უფლებას საკუთარ თავს, რომ "ბეშიქთაშთან" მატჩში მოდუნდეს", - განაცხადა ულიმ.

გერმანულმა გრანდმა პირველი თამაში მიუნხენში 5:0 მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზური თითქმის გაინაღდა. საპასუხო მატჩი კი ხვალ საღამოს სტამბოლში გაიმართება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ული ჰიონესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები