მერვედფინალები სრულდება - გადამწყვეტი ბრძოლა კამპ ნოუზე გაიმართება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მერვედფინალები სრულდება - გადამწყვეტი ბრძოლა კამპ ნოუზე გაიმართება


მერვედფინალები სრულდება - გადამწყვეტი ბრძოლა კამპ ნოუზე გაიმართება

დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი სრულდება და რვავე მეოთხედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

დღის მთავარი მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება - ერნესტო ვალვერდის "ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" მიიღებს და გუნდები მორიგი საინტერესო სანახაობის შემოთავაზებას ეცდებიან.

ბარსელონა - ჩელსი

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "კამპ ნოუ", ბარსელონა
მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა

კატალონიის "ბარსელონა" ლონდონში დაცვაში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ ვილიანის შორეულ დარტყმებს ვერაფერი მოუხერხა და გოლი მაინც გაუშვა, მაგრამ საპასუხოც გაიტანა.

მერვედფინალები სრულდება - გადამწყვეტი ბრძოლა კამპ ნოუზე გაიმართება

ახლა კი ერნესტო ვალვერდეს გუნდი საკუთარ მოედანზე უფრო შემტევი და სწრაფი ფეხბურთის ჩვენებას ეცდება, მაგრამ გუნდს დიდი ალბათობით ანდრეს ინიესტა დააკლდება, რომლის ადგილსაც ანდრე გომეში დაიკავებს.

"ბლაუგრანამ" გასულ უქმეებზე "მალაგა" სტუმრად 2:0 დაამარცხა და ესპანეთის ლა ლიგაში უპირატესობა განიმტკიცა. ახლა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

"ჩელსიმ" პირველ თამაშში "ბარსელონას" თითქმის არაფრის საშუალება არ მისცა, მაგრამ ერთი შეცდომის გამო ძალიან მწარედ დაისაჯა და გამარჯვება გაუშვა ხელიდან.

მერვედფინალები სრულდება - გადამწყვეტი ბრძოლა კამპ ნოუზე გაიმართება

მას შემდეგ "არისტოკრატებმა" პრემიერ ლიგაში მანჩესტერულ კლუბებთან სტუმრად ორი მნიშვნელოვანი მატჩი წააგეს და ხასიათი გასულ უქმეებზე, "კრისტალ პალასთან" მოგებით (2:1), გამოისწორეს.

ანტონიო კონტეს გუნდი "კამპ ნოუზე" სრული მოტივაციით ჩავა და აუცილებლად მაქსიმუმს დადებს. "ჩელსის" ურთულესი გასვლა ელის, მაგრამ "ლურჯები" ბარსელონაში სერიოზულ ბრძოლას მიჩვეულნი არიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; პაულინიო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, გომეში; მესი, სუარესი.
მატჩს გამოტოვებენ: დენის სუარესი (საზარდული).

ჩელსი: კურტუა; მოზესი, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი, ალონსო; ფაბრეგასი, კანტე; ვილიანი, მორატა, აზარი.
მატჩს გამოტოვებენ: დავიდ ლუისი (მუხლი), როს ბარკლი (ბარძაყი).

საინტერესო ფაქტები

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს სულ 12-ჯერ შეხვდნენ და ყველა მატჩი 21-ე საუკუნეში ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა და უპირატესობა ინგლისელებს აქვთ: 4 მოგება, 5 ფრე და 3 მარცხი.

მერვედფინალები სრულდება - გადამწყვეტი ბრძოლა კამპ ნოუზე გაიმართება

ამ გუნდების ბოლო პაექრობა 2011/12 წლების სეზონში ნახევარფინალურ ეტაპზე გაიმართა და "ჩელსიმ" იმარჯვა (1:0 ლონდონში, 2:2 ბარსელონაში). საბოლოოდ "არისტოკრატებმა" ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოიპოვეს.

ამ გუნდების ყველაზე სკანდალური დაპირისპირება კი 2008/09 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიმართა. "კამპ ნოუზე" უგოლო ფრის შემდეგ "სტემფორდზე" გუნდებმა საოცარი ბრძოლა გამართეს, რომელიც 1:1 დასრულდა და ანდრეს ინიესტამ ბოლო წუთზე გატანილი გოლით პეპ გვარდიოლას გუნდი ფინალში გაიყვანა, რომელიც "ბარსამ" მოიგო.

გავიხსენოთ 2009 წლის მატჩში, მსაჯის შეცდომები


ამ გუნდების გზა პირველად 1999/00 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, გადაიკვეთა. ლონდონში ჯანლუკა ვიალის გუნდმა სენსაციურად 3:1 იმარჯვა, მაგრამ ესპანეთში "ბარსამ" რევანში აიღო და დამატებით დროში მეტოქე 5:1 გაანადგურა.

2006/07 წლების სეზონში კი "ჩელსი" და "ბარსელონა" ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. ლონდონში "ჩელსიმ" 1:0 იმარჯვა, ხოლო კატალონიაში მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

მერვედფინალები სრულდება - გადამწყვეტი ბრძოლა კამპ ნოუზე გაიმართება

"ბარსელონა" ეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ზედიზედ მე-11-დ გავიდეს, ხოლო "ჩელსიმ" მერვედფინალის ბარიერი ბოლო 5 წელიწადში მხოლოდ ერთხელ გადალახა.

ლონდონური კლუბის სტატისტიკა მერვედფინალურ ეტაპზე დადებითია: 8 მოგება და 4 ფრე. თუმცა ბოლო ორ სეზონში (2014/15 და 2015/16) "არისტოკრატები" ამ სტადიაზე "პსჟ-სთან" დამარცხდნენ.

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე 24 მატჩიანი დაუმარცხებელი საშინაო სერია (22 მოგება, 2 ფრე), რომელიც 2013 წლის სექტემბერში დაიწყო.

კატალონიურ გრანდს შინ ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ფანტასტიკური შედეგი აქვს: 19 მოგება, 11 ფრე და მხოლოდ 2 მარცხი.

მერვედფინალები სრულდება - გადამწყვეტი ბრძოლა კამპ ნოუზე გაიმართება

გარდა ამისა, "ბარსელონამ" ინგლისურ კლუბებს 23 ორმატჩიანი პაექრობიდან 13 მოუგო.

"ბარსამ" ევროთასებზე პირველი გასვლითი მატჩი ფრედ 24-ჯერ დაასრულა და საბოლოო გამარჯვება "კამპ ნოუზე" 19 შემთხვევაში მოიპოვა.

"ჩელსის" ესპანურ კლუბებთან ორმატჩიან დუელებში უარყოფითი ბალანსი აქვს: 4 მოგება და 6 წაგება.

"ლურჯებს" ბოლო 7 მატჩიდან ესპანური კლუბების წინააღმდეგ მხოლოდ 1 აქვთ მოგებული (4 ფრე, 2 წაგება), ეგეც ამ სეზონის ჯგუფურ ეტაპზე "ატლეტიკოსთან" (2:1).

მერვედფინალები სრულდება - გადამწყვეტი ბრძოლა კამპ ნოუზე გაიმართება

"ჩელსის" ესპანურ გუნდებთან გასვლაზე 10 მატჩიანი წაუგებელი სერია (3 მოგება, 7 ფრე) აქვს.

ლონდონელების ზოგადი სტატისტიკა ესპანეთში ასეთია: 4 მოგება, 7 ფრე და 5 მარცხი.

"ჩელსიმ" 6 ორმატჩიანი დაპირისპირებიდან, რომლის პირველი თამაში შინ ფრედ დაასრულა, საბოლოოდ 4 მოიგო.

მერვედფინალები სრულდება - გადამწყვეტი ბრძოლა კამპ ნოუზე გაიმართება

ლიონელ მესიმ პირველ თამაშში "ჩელსის" წინააღმდეგ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა და ნავსი გატეხა.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება "კამპ ნოუზე"


ბეშიქთაში - ბაიერნი

დაწყების დრო: 21:00 საათი
სტადიონი: "ბეშიქთაშ პარკი", სტამბოლი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი

"ბეშიქთაშმა" მიუნხენში საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ ერთი უხეში შეცდომა, გაძევება და თურქების ოცნებები დაიმსხვრა - "ბაიერნმა" მეტოქე არ დაინდო და 5 უპასუხო ბურთი გაუტანა.

სიონელ გიუნეშს სიმპათიური გუნდი ჰყავს, რომელიც საკუთარ მოედანზე აუცილებლად გამარჯვებისათვის და პრესტიჟის დასაცავად იბრძოლებს, მაგრამ მომდევნო ეტაპის საგზური უკვე დაჯავშნილია.

მიუნხენური გრანდი ფანტასტიკურ სერიას აგრძელებს და გასულ უქმეებზე შინ "ჰამბურგი" არ დაინდო - 6:0 და რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

მერვედფინალები სრულდება - გადამწყვეტი ბრძოლა კამპ ნოუზე გაიმართება

იუპ ჰაინკესმა "რეკორდმაისტერი" შესანიშნავად აათამაშა და დღეს გერმანელების მთავარი ამოცანა კონცენტრაციის შენარჩუნება იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

ბეშიქთაში: ფაბრი; გიოკანი, მედელი, ნესიპი, ადრიანო; ჰატჩინსონი, არსლანი; კვარეჟმა, ტალისკა, ბაბელი; ნეგრედო.
მატჩს გამოტოვებენ: ვიდა (დისკვალიფიკაცია), პეპე (თითი), ტოშიჩი (უცნობია).

ბაიერნი: ულრაიხი; კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა; ვიდალი, ტიაგო; მიულერი, ხამესი, რიბერი; ვაგნერი.
მატჩს გამოტოვებენ: ნოიერი (ტერფი), კომანი (ტერფი), ტოლისო (წვივი), რობენი (ისვენებს).

საინტერესო ფაქტები

მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მე-14-დ ასპარეზებს და ეცდება, რომ მეოთხედფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდეს.

"ბეშიქთაში" კი გახდა პირველი თურქული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა - "არწივებმა" ქვეჯგუფში "პორტუს", "ლაიფციგსა" და "მონაკოს" აჯობეს.

ეს არის ერთადერთი მერვედფინალური წყვილი, რომელშიც ორივე გუნდი საკუთარი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე 1997/98 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა. გერმანულმა გრანდმა ორივე თამაში 2:0 მოიგო და ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა, "ბეშიქთაში" კი მესამე პოზიციაზე გავიდა.

მიუნხენურ გრანდს 1/8 ფინალურ ეტაპზე კარგი სტატისტიკა აქვს: 10 მოგება და 3 მარცხი. ბოლოს "ბაიერნმა" ეს ეტაპი 2010/11 წლების სეზონში ვერ გადალახა, როდესაც შინ გაშვებული მეტი ბურთის გამო მილანის "ინტერთან" (სტუმრად 1:0 და შინ 3:2) გამოვარდა.

"ბეშიქთაშს" საკუთარ მოედანზე ევროთასებზე 12 მატჩიანი წაუგებელი სერია (5 მოგება, 7 ფრე) სერია აქვს.

თურქებმა პირველი გასვლითი მატჩი 22-ჯერ წააგეს და სახლში სიტაუცია მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოსწორეს. თუმცა "ბეშიქთაშს" 1 ბურთიანზე მეტი ჩამორჩენა არასოდეს აღმოუფქვრია.

"ბაიერნმა" ორმატჩიან დუელებში საშინაო გამარჯვება 51-ჯერ მოიპოვა და საბოლოო ტრიუმფი მხოლოდ 8-ჯერ ვერ იზეიმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები