ხოჭოლავა და შახტარი გავარდნენ - რომა 1/4 ფინალშია [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხოჭოლავა და შახტარი გავარდნენ - რომა 1/4 ფინალშია [VIDEO]



ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი იტალიაში, "რომასა" და დონეცკის" შახტარს" შორის შედგა.

მოგეხსენებათ, პირველი მატჩი უკრაინულმა კლუბმა შინ 2:1 მოიგო და რომში ფრე მათთვის სასურველი შედეგი იყო.

პირველ ტაიმში "შახტარმა" გაუძლო და გოლი არ გაუშვა, თუმცა მეორე ტაიმში ერთი შეცდომა "შახტარს" ედინ ჯეკომ არ აპატია, გუნდს 1:0 მოაგებინა და შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

დონეცკელთა განაცხადში იყო ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა, რომელიც მწვრთნელმა არ ათამაშა.

ჯეკოს გოლის შემდეგ, "შახტარი" შედარებით გააქტიურდა, თუმცა კაცის გაგდების შემდეგ, ყველაფერი დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები