5 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერმა მოურინიო უნდა გაათავისუფლოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

5 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერმა მოურინიო უნდა გაათავისუფლოს


5 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერმა მოურინიო უნდა გაათავისუფლოს

2018 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიოს კონტრაქტი 2020 წლამდე გაუხანგრძლივა.

როგორც ჩანს, ედ ვუდვარდი ისე იყო აღფრთოვანებული პორტუგალიელით, რომ სეზონის დასრულებასაც არ დაელოდა.

ცხადზე უცხადესია, რომ მოურინიო "მანჩესტერის" ტაქტიკის შესაფერისი მწვრთნელი არ არის და ის უნდა გაათავისუფლონ.

განვიხილოთ მისი 2-წლიანი ისტორია კლუბში.

1. 350 მილიონი ტრანსფერებისთვის
ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერში" მისვლის შემდეგ, დღევანდელ დღემდე კლუბმა 350 მილიონი ევრო მისცა ტრანსფერებისთვის.

პოლ პოგბა - 105 მილიონი ევრო
ჰენრიკ მხითარიანი - 42 მილიონი ევრო
ერიკ ბაილი - 38 მილიონი ევრო
რომელუ ლუკაკუ - 85 მილიონი ევრო
ნემანია მატიჩი - 44 მილიონი ევრო
ლინდელოფი - 35 მილიონი ევრო

ასევე, გასათვალისწინებელია ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ალექსის სანჩესის ტრანსფერებიც. მართალია, გუნდში ორივე ფეხბურთელი უფასოდ მოვიდა (სანჩესი მხითარიანში გაიცვალა), თუმცა ორივე მათგანს ამის გამო უზომოდ დიდი ხელფასი აქვს.

როგორც ხედავთ, მოურინიომ დაახლოებით 350 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებში და ცხადია, რომ შედეგი - ნულია.
5 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერმა მოურინიო უნდა გაათავისუფლოს

2. ხელფასი
პორტუგალიელ სპეციალისტს გუნდი წლიურად 17 მილიონ ფუნტს უხდის, რაც უზარმაზარი ანაზღაურებაა. იმ შემთხვევაში, რომ "მანჩესტერი" შედეგებს დებდეს, გამართლება მოიძებნებოდა, თუმცა დღევანდელი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი 17 მილიონ ფუნტს არ იმსახურებს.

3. პრემიერ ლიგა
გასულ სეზონში, "მანჩესტერმა" პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა. ჟოზე მოურინიო თვით არსენ ვენგერის "არსენალსაც" ჩამორჩა. ის 4-ეულში ვერ შევიდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ევროპა ლიგის მოგების შედეგად მოხვდა. მართალია, მოურინიო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მაინც გავიდა, თუმცა მე-6 ადგილი "იუნაიტედისთვის" მიუღებელია.
5 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერმა მოურინიო უნდა გაათავისუფლოს

4. უსახური ტაქტიკა
უკვე 2 წელია "მანჩესტერ იუნაიტედი" კატასტროფული ტაქტიკით თამაშობს. ჟოზე მოურინიო დაცვითი სტილს არის მიჩვეული და შესაბამისად "იუნაიტედსაც" ამ სქემით ათამაშებს. ეს ტაქტიკა 100%-ით გამამართლებელი იქნებოდა, იმ შემთხვევაში, რომ "მანჩესტერი" შედეგს დებდეს, თუმცა შედეგი ამ დროისთვის ნულია.

5. უკმაყოფილო ფანები
"იუნაიტედის" ქომაგებს ჟოზე მოურინიოს უსახური თამაში ყელში ამოუვიდათ. "სევილიასთან" 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრაში, "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერელებს" საკუთარი ქომაგები უსტვენდნენ. ისინი დაიღალნენ იმით, რომ გუნდი გამუდმებით დაცვითი სტილით თამაშობს.
5 მიზეზი, რის გამოც მანჩესტერმა მოურინიო უნდა გაათავისუფლოს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები