"მანჩესტერი გამოვარდა, ამ გუნდისთვის ეს ახალი არ არის", - მოურინიოს სკანდალური კომენტარი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"მანჩესტერი გამოვარდა, ამ გუნდისთვის ეს ახალი არ არის", - მოურინიოს სკანდალური კომენტარი



ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "მანჩესტერმა" "სევილია" მიიღო, 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეხვედრის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ამ სკამზე, აქამდე ორჯერ ვიჯექი. ერთხელ "პორტოს" მთავარი მწვრთნელის რანგში შევხვდი "მანჩესტერს" და ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვაგდე, მეორედ მსგავსი რამ მაშინ მოხდა, როდესაც "რეალს" ვწვრთნიდი. "მანჩესტერი" მაშინაც დამარცხდა, ასე რომ ამ კლუბისთვის ახალი არაფერი მომხდარა.

ლიგაზე პირველი გოლის გატანა ყოველთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ პირველი წუთებიდანვე ვცდილობდით, რომ აგრესიულად და მაღალ ტემპში გვეთამაშა.

სამწუხაროდ, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, რის შემდეგაც ბურთი "სევილიამ" დაიჭირა და შეხვედრასაც აკონტროლებდა.

საგოლე ეპიზოდები გვქონდა, თუმცა პირველი გოლი მეტოქემ გაიტანა, რამაც ყველაფერი უფრო ემოციური გახადა. მეორე გოლის შემდეგ, უკვე "იუნაიტედისთვის" 1/4 ფინალში გასვლა შეუძლებელი გახდა.

შეხვედრას სრულიად ვერ ვაკონტროლებდით, თუმცა კარგი ეპიზოდებიც იყო. არ შემიძლია, რომელიმე ფეხბურთელის არასწორ საქციელს დავაბრალო მარცხი.

ეს ფეხბურთია, ჩვენ წავაგეთ, ხვალ კი ახალი დღე გათენდება, შაბათს მორიგი მატჩი იქნება", - განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები