ლივერპული და ლიგის 1/8 ფინალი - გავიხსენოთ, მანჩესტერის დეჟავუ 2005 წლიდან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლივერპული და ლიგის 1/8 ფინალი - გავიხსენოთ, მანჩესტერის დეჟავუ 2005 წლიდან


ლივერპული და ლიგის 1/8 ფინალი - გავიხსენოთ, მანჩესტერის დეჟავუ 2005 წლიდან

გასულ კვირას, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მატჩში "ლივერპული" 2:1 დაამარცხა.

"იუნაიტედის" მხრიდან 2 გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა, "ლივერპულის" მხრიდან კი გოლი არავის გაუტანია. ერიკ ბაილიმ დავიდ დე ხეას ქუსლით ულამაზესი ავტოგოლი გაუტანა.

ამის შემდეგ, გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან გამოვარდა, სადაც "სევილიასთან" 2:1 დამარცხდა.

ზუსტად ასე განვითარდა მოვლენები 2004-2005 წლების სეზონშიც.

იმ სეზონში, "მანჩესტერმა" "ლივერპული" 2:1 დაამარცხა, სადაც 1-მა ფეხბურთელმა გაიტანა ორი გოლი, "ლივერპულის" სასარგებლოდ კი კვლავ "იუნაიტედის" მცველმა გაიტანა ავტოგოლი.

მაშინაც, "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გამოვარდა.

2004-2005 წლების სეზონის მატჩში, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, დუბლი სილვესტრიმ შეასრულა, ავტოგოლი კი ჯონ ოშიმ გაიტანა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს, იქ "იუნაიტედი" "მილანთან" 2:0 დამარცხდა.

ლივერპული და ლიგის 1/8 ფინალი - გავიხსენოთ, მანჩესტერის დეჟავუ 2005 წლიდან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები