სქოულზი: "გუნდები ლიგაზე გამოდიან და იბრძვიან, მანჩესტერი არ იბრძოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სქოულზი: "გუნდები ლიგაზე გამოდიან და იბრძვიან, მანჩესტერი არ იბრძოდა"


სქოულზი:

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ BT Sports-ის ეთერში "მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "იუნაიტედი" "სევილიასთან", "ოლდ ტრაფორდზე" 1:2 დამარცხდა.

"კონტრ-შეტევები - ეს არის გზა, რაც ჟოზე მოურინიოს უზომოდ უყვარს. ვფიქრობ, რომ ორივე შეხვედრა რთულად საყურებელი იყო. არანაირი სურვილი, არანაირი ენერგია, არანაირი სისწრაფე - ამ ყველაფრის ახსნა უბრალოდ შეუძლებელია.

გუნდები გამოდიან და იბრძვიან, "მანჩესტერი" დღეს არ იბრძოდა.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სანჩესი ჯერ-ჯერობით ფორმაში არ არის და ეს მოურინიომაც უნდა დაინახოს", - განაცხადა სქოულზმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები