ფერდინანდი: "საშინელებაა, თითქოს უცნობები თამაშობდნენ ერთად" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფერდინანდი: "საშინელებაა, თითქოს უცნობები თამაშობდნენ ერთად"


ფერდინანდი:

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ BT Sports-ის ეთერში "მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "იუნაიტედი" "სევილიასთან", "ოლდ ტრაფორდზე" 1:2 დამარცხდა.

"ეს უბრალოდ საშინელება იყო. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თითქოს "იუნაიტედის" ფეხბურთელები ერთმანეთისთვის უცხოები იყვნენ და საერთოდ არ უვარჯიშიათ ერთად. ისინი მოედანზე ქაოტურად თამაშობდნენ.

"მანჩესტერი" არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ფანების ოვაციები დაემსახურებინა", - განაცხადა ფერდინანდმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები