ბრიტანეთის მთავრობამ FA-ს მოსთხოვა, რომ ნაკრებმა მუნდიალზე არ ითამაშოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბრიტანეთის მთავრობამ FA-ს მოსთხოვა, რომ ნაკრებმა მუნდიალზე არ ითამაშოს


ბრიტანეთის მთავრობამ FA-ს მოსთხოვა, რომ ნაკრებმა მუნდიალზე არ ითამაშოს

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი წერს, რომ მათ სანდო წყაროზე დაყრდნობით 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის შესაძლო არ გამოსვლაზე ახალი ცნობები აქვთ.

წყაროს თანახმად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას პირდაპირ მიანიშნა, რომ ინგლისის ნაკრები 2018 წლის მუნდიალზე, რომელიც რუსეთში ტარდება, არ უნდა ჩავიდეს.

გასულ კვირას, ლონდონში ორმაგი აგენტი მოკლეს. სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონში მოწამლეს და სამეფოს პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ეს დიდი ალბათობით რუსეთმა გააკეთა.

ბრიტანელებს სურთ, რომ რუსებს მაქსიმალურად გამოუცხადონ ბოიკოტი და ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები