ბრიტანელი პოლიტიკოსი: "მოურინიომ სისხლიანი ფული უნდა აიღოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბრიტანელი პოლიტიკოსი: "მოურინიომ სისხლიანი ფული უნდა აიღოს"


ბრიტანელი პოლიტიკოსი:

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ჟოზე მოურინიო მოსკოვში იქნება.

ცნობილია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი რუსულმა ტელეარხმა RT (Russian Today)-იმ მიიწვია.

საერთო ჯამში, მოურინიო მსოფლიო ჩემპიონატის 4 შეხვედრას RT-ის ეთერში შეაფასებს და ამისთვის 1.9 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ამ ფაქტს, ბრიტანეთის პარლამენტის წევრი კრის ბრაიანტი გამოეხმაურა.

"ჩემი აზრით, მოურინიომ უნდა აიღოს სისხლიანი ფული, რომელიც პირდაპირ გაცემული იქნება რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან", - განაცხადა მან.

ამ ფაქტზე, თავად პორტუგალიელსაც დაუსვეს შეკითხვა, თუმცა პასუხისგან თავი შეიკავა.

Russian Today
ცნობილი ფაქტია, რომ RT მთელს მსოფლიოში, რუსული პოლიტიკის დადებითად გამოყვანისთვის მუშაობს.

მაუწყებლობა რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და არაბულ ენებზე გადაიცემა.

2010 წელს დაფუძნდა RT America (შეერთებული შტატები), 2014 წელს კი RT United Kingdom (გაერთიანებული სამეფო), რის შემდეგაც რუსული პროპაგანდა თავისუფლად გადაიცემა აშშ-სა და ბრიტანეთში.

ბრიტანეთის მედიის კონტროლის ცენტრმა RT არა ერთხელ დაადანაშაულა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში (რა თქმა უნდა, რუსული პოლიტიკის სასარგებლო ინფორმაცია).

2017 წლის 13 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ ტელევიზია "რუსეთის აგენტად" მოიხსენია.

გაცნობებთ, რომ RT-ის არც ერთი კერძო მფლობელი არ ჰყავს, ტელევიზია რუსეთის ფედერაციის საკუთრებაა, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები