კონტე მატჩის წინ: "იმედი მაქვს ინიესტა ითამაშებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტე მატჩის წინ: "იმედი მაქვს ინიესტა ითამაშებს"


კონტე მატჩის წინ:

ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა.

დღეს, 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრაში ლონდონელები "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" შეხვდებიან.

"ვფიქრობ, რომ პირველი შეხვედრა ძალიან კარგად ვითამაშეთ და თითქმის იდეალურადაც კი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

შედეგი? ცხადია, რომ შედეგი "ბარსელონასთვის" უკეთესი იყო.

დღევანდელი შეხვედრა რთული იქნება, თუმცა "ჩელსი" ბოლომდე დაიხარჯება და ყველაფერს გააკეთებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

ინიესტას ტრავმა? ახლა ჩვენ დიდებულ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ და ასეთ შეხვედრებში კარგია, როცა დიდებული მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას. ვიმედოვნებ, რომ ის მატჩისთვის მზად იქნება", - განაცხადა კონტემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები