ვალვერდე: "უპირატესობა გვაქვს, თუმცა შენარჩუნება რთული იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვალვერდე: "უპირატესობა გვაქვს, თუმცა შენარჩუნება რთული იქნება"


ვალვერდე:

დღეს 23:45 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბარსელონა" "ჩელსის" მიიღებს.

შეხვედრის წინ, პრესკონფერენციაზე კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

"ჩელსი არის გუნდი, რომელსაც შეუძლია, რომ ზიანი მოგაყენოს. კონტე თამაშის შედეგიდან გამომდინარე, ტაქტიკას მარტივად ცვლის.

პირველი მატჩის შედეგით, უპირატესობა "ბარსელონას" აქვს, თუმცა ამის შენარჩუნება მარტივი არ იქნება. ვერ ვიტყვი, რა მოხდება დღევანდელ შეხვედრაში.

სავარაუდოდ, "ჩელსი" პრესინგის გაკეთებას შეეცდება, როგორც ამას ლონდონში აკეთებდნენ.

გუნდი ძლიერია და კონტეს არა ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს.

ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მყოფი გუნდებიდან, "ჩელსის" ყველაზე ძლიერი კონტრ-შეტევა ჰყავს", - განაცხადა ვალვერდემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები