შახტარის დირექტორმა პრემიერ ლიგის 2 გუნდი დაასახელა, სადაც ფრედი აუცილებლად გადავა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შახტარის დირექტორმა პრემიერ ლიგის 2 გუნდი დაასახელა, სადაც ფრედი აუცილებლად გადავა


შახტარის დირექტორმა პრემიერ ლიგის 2 გუნდი დაასახელა, სადაც ფრედი აუცილებლად გადავა

"შახტარის" დირექტორმა სერგეი პალკინმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრედი კლუბს ივლისში დატოვებს.

25 წლის ნახევარმცველი უკრაინაში 2013 წლიდან გამოდის და 2014 წლიდან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც ირიცხება.

"დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ ივლისში, ფრედი "შახტარს" აუცილებლად დატოვებს. თუ ის არ წავა "მანჩესტერ სიტიში", მაშინ წავა "მანჩესტერ იუნაიტედში".

ბრაზილიელი მზად არის, რომ ევროპის უძლიერეს გუნდებში ითამაშოს", - განაცხადა მან.

25 წლის ჩამშლელი 60 მილიონი ევრო ღირს და პირველი ვარიანტი "სიტია". თუ ის გვარდიოლამ არ დაიმატა, შემდეგ სავარაუდოდ "იუნაიტედი" დაიმატებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები