დონარუმა მილანის დატოვებას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დონარუმა მილანის დატოვებას აპირებს


დონარუმა მილანის დატოვებას აპირებს

"მილანის" კიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავს, იუწყება Corriere dello Sport.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ფეხბურთელს კლუბის ხელმძღვანელებთან საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა.

"მილანი" მზადაა 19 წლის მეკარის თაობაზე წინადადება განიხილოს, რომელიც 60 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, დონარუმასადმი ინტერესს "პარი სენ ჟერმენი" იჩენს.

მიმდინარე სეზონში დონარუმამ ყველა ტურნირზე ერთად "მილანის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და საკუთარი კარი მშრალად 19-ჯერ შეინახა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები