კუადრადომ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კუადრადომ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს


კუადრადომ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ხუან კუადრადომ, არ არის გამორიცხული, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს.

საზარდულის ტრავმის შემდეგ, იანვრის თვეში კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ოპერაცია გაიკეთა.

ვარაუდობდნენ, რომ კუადრადო დაბრუნებას ორ თვეში შეძლებდა, თუმცა ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ ჰავბეკს შეიძლება ნახევარი წელიწადი გაუცდეს.

"იმედი მაქვს, კუადრადოსთვის სეზონი არ დასრულებულა", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

"შეიძლება სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდეს, შეიძლება ერთ თვეში".

"იმ სახის ტრავმის გათვალისწინებით, რომელიც მას აწუხებს, გამოჯანმრთელების პროცესმა შესაძლოა ორ დღეს ან ნახევარ წელიწადს გასტანოს", - დასძინა მასიმილიანომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები