უილშირისთვის იტალიური გრანდები იბრძოლებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უილშირისთვის იტალიური გრანდები იბრძოლებენ


უილშირისთვის იტალიური გრანდები იბრძოლებენ

"არსენალის" ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი ზაფხულში შესაძლოა ერთ-ერთ იტალიურ კლუბში გადავიდეს, იუწყება Tuttosport.

26 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "იუვენტუსი" და "მილანი" იჩენენ.

უილშირი "არსენალის" აღზრდილია და პირველი გუნდის რიგებში 2008 წლიდან ირიცხება.

ამ დროის განმავლობაში ინგლისელ ნახევარმცველს "მეთოფეთა" მაისურით 190 მატჩი აქვს ჩატარებული, 14 გოლი გატანილი და 29 შედეგიანი გადაცემა გაკეთებული.

Transfermarkt-ის ვერსიით, უილშრის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები