ევერტონი კაპო-ვერდეს ნაკრების ფეხბურთელს აკვირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ევერტონი კაპო-ვერდეს ნაკრების ფეხბურთელს აკვირდება


ევერტონი კაპო-ვერდეს ნაკრების ფეხბურთელს აკვირდება

"ევერტონის" სკაუტები თურქეთის ჩემპიონატის ეგიდით "ფენერბაჰჩესა" და "გალათასარაის" შორის გასამართ მატჩს დაესწრებიან, რათა სტუმართა გარემარბის, გარი როდრიგეშის თამაში იხილონ, იუწყება Aksam.

კაპო-ვერდეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით "კანფეტები" უკვე დიდი ხანია დაინტერესებულები არიან.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, როდრიგეშის სანაცვლოდ ინგლისურ კლუბს არანაკლებ 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს.

თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 27 წლის ნახევარმცველმა 24 ჩატარებულ შეხვედრაში ექვსი გოლი შეაგდო და რვა საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები