კეინი მაისამდე იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კეინი მაისამდე იუქმებს


კეინი მაისამდე იუქმებს

Mirror-ის ცნობით, "ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი, როგორც მინიმუმ, ტრავმის გამო, მაისამდე იუქმებს.

შეგახსენებთ, 24 წლის ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურში "ბორნმუთთან" (4:1) გამართულ შეხვედრაში დაშავდა.

აქამდე აღინიშნებოდა, რომ ინგლისელი კოჭის სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში "დეზების" ფორვარდმა მსგავსი სახის დაზიანება უკვე მესამედ მიიღო.

ამ სეზონში კეინს ყველა ტურნირზე ერთად საკლუბო დონეზე 38 მატჩი აქვს ჩატარებული, 35 გოლი გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები