ბენ იედერის რეკორდი მანჩესტერთან მატჩში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბენ იედერის რეკორდი მანჩესტერთან მატჩში


ბენ იედერის რეკორდი მანჩესტერთან მატჩში

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "სევილიას" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

ანდალუსიელთა მხრიდან ორივე გოლის ავტორი ბენ იედერი გახდა, რომელიც მოედანზე 72-ე წუთზე გამოვიდა.

თამაშში ჩართვიდან ზუსტად 87 წამში, იედერმა გოლი გაიტანა. ეს კი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელის მხრიდან ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში.

ზოგადად, იედერის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 8 გატანილი გოლია. ლიდერ რონალდუს ის 4 ბურთით ჩამორჩება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები