დი ფრანჩესკო: "რომას უფლება აქვს თავისი მიღწევით იამაყოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დი ფრანჩესკო: "რომას უფლება აქვს თავისი მიღწევით იამაყოს"


დი ფრანჩესკო:

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ ჩემპიონთა ლიგაზე "შახტართან" გამართული საპასუხო 1/8 ფინალური დაპირისპირების შემდეგ თავისი შეგირდები შეაქო.

მოგეხსენებათ, "მგლებმა" ანგარიშით 1:0 იმარჯვეს და შემდგომ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ.

"ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა ბიჭებმა კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, მაგრამ ამასთან ახლოს იყვნენ", - ციტირებს დი ფრანჩესკოს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ. ვფიქრობ, უფლება გვაქვს ჩვენი მიღწევით ვიამაყოთ", - დასძინა "რომას" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები