რუნი: "კერიკი ძალიან კარგი მწვრთნელი გახდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რუნი: "კერიკი ძალიან კარგი მწვრთნელი გახდება"


რუნი:

"ევერტონის" თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედში" ექს-თანაგუნდელ მაიკლ კერიკს წარმატებები უსურვა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "წითელი ეშმაკუნების" ნახევარმცველი კარიერას ასრულებს.

"მინდა ჩემს კარგ მეგობარს წარმატებები ვუსურვო", - ციტირებს რუნის სიტყვებს Sky Sports.

"შესანიშნავი თანაგუნდელი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია".

"მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული მწვრთნელი იქნება", - დასძინა უეინმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები