უილშირს თვალი ევერტონმაც დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უილშირს თვალი ევერტონმაც დაადგა


უილშირს თვალი ევერტონმაც დაადგა

"არსენალის" ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი "ევერტონის" ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება Mirror.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, "კანფეტებს" ინგლისელი ჰავბეკის დამატება ზაფხულში უნდათ, როცა "მეთოფეებთან" ამ უკანასკნელს ხელშეკრულების ვადა ამოეწურება.

"არსენალი" უილშირთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუ იგი ლონდონელთა პირობებს დათანხმდება, ხელფასი შეუმცირდება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "მილანი" და "იუვენტუსიც" იჩენენ.

შეგახსენებთ, უილშირი "არსენალის" აღზრდილია. იგი ლონდონელთა პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში ნახევარმცველმა 190 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი შეაგდო და 28 საგოლე პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ჯეკის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები