პუიოლი: "მეშინია, ყველაფერი 2012 წლის მატჩის მსგავსად არ მოხდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პუიოლი: "მეშინია, ყველაფერი 2012 წლის მატჩის მსგავსად არ მოხდეს"


პუიოლი:

"ბარსელონასა" და "ჩელსის" დაპირისპირების წინ კომენტარი კატალონიელთა ლეგენდამ კარლეს პუიოლმა გააკეთა.

პუიოლმა 2012 წლის მატჩი გაიხსენა, სადაც "ბარსელონა" ლონდონურ გუნდთან ორი მატჩის ჯამში 3:2 დამარცხდა.

"მაშინ, პირველი მატჩი 1:0 გვქონდა წაგებული და მხოლოდ მოგება გვინდოდა. კამპ ნოუზე პირველ ტაიმში ორი გოლი გავიტანეთ, თუმცა შემდეგ გავუშვით და ურთულეს ვითარებაში ჩავვარდით.

საბოლოოდ, ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგიდან გამოგვაგდო. მეშინია, რომ ყველაფერი 2012 წლის მატჩის მსგავსად არ მოხდეს.

განმეორებით შეხვედრაშიც, ჩელსი დაცვით ფეხბურთს ითამაშებს და კონტრ-შეტევებით შეეცდება გოლის გატანას", - აცხადებს პუიოლი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები