ფაბრეგასი: "რამენაირად, მესი უნდა შევაჩერო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფაბრეგასი: "რამენაირად, მესი უნდა შევაჩერო"


ფაბრეგასი:

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრა კატალონიის "ბარსელონასა" და ლონდონის "ჩელსის" შორის შედგება. პირველი მატჩი 1:1 დასრულდა.

მატჩის წინ კომენტარი "ბარსელონას" ყოფილმა და "ჩელსის" ამჟამინდელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა გააკეთა.

"მესის შეჩერება ურთულესი დავალებაა, მაგრამ შევეცდები, რომ მას მოედანზე პრობლემები შევუქმნა და სივრცეები შევუზღ​უდო. ის რამენაირად უნდა შევაჩერო.

რა თქმა უნდა, ბურთს ბარსელონა გააკონტროლებს, ჩელსიმ კი თავისი თამაში უნდა აჩვენოს და მომენტები მაქსიმალურად გამოიყენოს", - აცხადებს ფაბრეგასი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები