ბუსკეტსი: "დამერწმუნეთ, მესი პრემიერ ლიგაში უამრავი მიზეზის გამო არ გადავა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუსკეტსი: "დამერწმუნეთ, მესი პრემიერ ლიგაში უამრავი მიზეზის გამო არ გადავა"


ბუსკეტსი:

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელის ლეო მესი პრემიერ ლიგაში სათამაშოდ არასდროს გადავა.

"დამერწმუნეთ, მესი პრემიერ ლიგაში უამრავი მიზეზის გამო, არასდროს გადავა - ბარსელონა მისი სახლია და ამ სახლში მას ყველანაირი კომფორ​ტი აქვს.

მესი ანაზღ​აურებით კმაყოფილი, გუნდთან ერთად ბევრ ტიტულს იგებს, იგებს ინდივიდუალურ ჯილდოებსაც, ცხოვრობს ლამაზ ქალაქში და არამგონია, მას სხვაგან წასვლა უნდოდეს", - ამბობს ბუსკეტსი.

მოგეხსენებათ, მესი და ბუსკეტსი "ბარსელონასთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პრემიერ ლიგურ "ჩელსის" გაეჯიბრებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები