დონარუმამ თავის მომავალზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დონარუმამ თავის მომავალზე ისაუბრა


დონარუმამ თავის მომავალზე ისაუბრა

ბოლო პერიოდში, არის საუბრები იმის თაობაზე, რომ "მილანის" ახალგაზრდა მეკარე ჯიჯი დონარუმა გუნდს დატოვებს.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ესპანელი კიპერის, პეპე რეინას "მილანში" გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

"მილანში თავს ბედნიერად ვგრძნობ და ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩებზე ვფიქრობ", - აცხადებს დონარუმა.

მოგეხსენებათ, დონარუმა და "მილანი" ევროპა ლიგის 1/8 ფინალში ასპარეზობენ, სადაც "არსენალს" ხვდებიან. პირველი მატჩი მათ შინ 2:0 წააგეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები