რეალში რონალდუს მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალში რონალდუს მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვთ


რეალში რონალდუს მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვთ

"რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ შეიძლება კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი პორტუგალიელთან, რომელიც მიმდინარე სეზონში კვლავ საოცრად ათამაშდა და 2018 წელს ჩატარებულ 12 მატჩში 17 გოლი გაიტანა, ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის თანახმად, რონალდუს ყოველწლიური ანაზღაურება იმდენივე იქნება, რამდენსაც ამჟამად "ბარსელონას" სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი გამოიმუშავებს - 40 მილიონი ევრო სეზონში.

შეგახსენებთ, 30 წლის კრიშტიანუ "რეალს" 2009 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები