ტიანცზინ ციუანცზიანმა ინიესტას შესაძლო ყიდვაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტიანცზინ ციუანცზიანმა ინიესტას შესაძლო ყიდვაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა


ტიანცზინ ციუანცზიანმა ინიესტას შესაძლო ყიდვაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ჩინური კლუბი "ტიანცზინ ციუანცზიანი" უარყოფს გავრცელებულ ჭორებს იმის შესახებ, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას ყიდვას ცდილობს.

აქამდე არსებული ინფორმაციის თანახმად, აზიელები ესპანელ სუპერვარსკვლავს წელიწადში 35 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობენ.

"6 მარტს, რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ ინიესტა ჩვენთან გადმოსვლას აპირებს".

"ეს არასწორი ინფორმაციაა. მსგავს ცრუ ცნობებზე რეაგირების უფლებას ვიტოვებთ", - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები