ბაიერნის ლეგენდა: "რონალდუ სულელი არ არის, იცის, რომ რეალს ლევანდოვსკი სჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნის ლეგენდა: "რონალდუ სულელი არ არის, იცის, რომ რეალს ლევანდოვსკი სჭირდება"


ბაიერნის ლეგენდა:

"ბაიერნის" ექს-თავდამსხმელი, ჯოვანე ელბერი მიიჩნევს, რომ მიუნხენელთა ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი "რეალს" მოუხდება.

ბრაზილიელის თქმით, კრიშტიანუ რონალდუ ამ ტრანსფერის წინააღმდეგ არ უნდა იყოს.

"რონალდუ სულელი ადამიანი არ არის", - ციტირებს ელბერის სიტყვებს TZ.

"ყველას უნდა თავის გუნდში ისეთი ფეხბურთელის ხილვა, როგორიც ლევანდოვსკია".

"თუ "რეალს" შესაძლებლობა ექნება, რობერტის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, "ბაიერნი" მისთვის იბრძოლებს, თავად ფეხბურთელი კი მიუნხენში ყველაფრით ბედნიერია".

"იგი მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდია. მას ყველაფერი აქვს. რთულია სისუსტეები მოუძებნო", - დასძინა "რეკორდმაისტერის" ლეგენდამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები