ბუსკეტსი ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუსკეტსი ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა


ბუსკეტსი ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა თქვა, რომ გუნდში კლუბში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე არსებულ სიახლეებზე ყურადღებას არ ამახვილებენ.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ფორვარდი გასულ ზაფხულს გადავიდა "ბარსადან" "პსჟ"-ში 222 მილიონ ევროდ.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის სუპერვარსკვლავი საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობით იმედგაცრუებულია და ესპანეთში დაბრუნება უნდა".

"პრესას ამაზე საუბარი სჭირდება", - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Football Espana.

"ხვალ (დღეს) ვთამაშობთ, ამ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და არა ჭორებზე", - დასძინა სერხიომ.

შეგახსენებთ, დღეს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, კატალონიური გრანდი "ჩელსის" საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები