დღევანდელი მატჩის წინ, ბუსკეტსმა მესიზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დღევანდელი მატჩის წინ, ბუსკეტსმა მესიზე ისაუბრა


დღევანდელი მატჩის წინ, ბუსკეტსმა მესიზე ისაუბრა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" გასამართი საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

კატალონიური გრანდის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ლიონელ მესი განსაკუთრებით მოტივირებული იქნება.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, არგენტინელს მესამე შვილი, ჩირო შეეძინა.

"ვფიქრობ, მესი მწყობრშია და კიდევ უფრო მოტივირებულია", - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს SportMole.

"ფიზიკურად მზადაა. იმედი მაქვს, იდეალური იქნება და ისე ითამაშებს, როგორც სჩვევია", - დასძინა სერხიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები